ავტორის შესახებ
ქეთევან-ბაია ბოჭორიშვილი ( დ. 1958 ) – ქართველი პოეტი.
1981 წელს დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, 1996 წელს – ქუთაისის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სასულიერო სასწავლებელი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ქუთაისის პედინსტიტუტის ადგილობრივი რადიოს ხელმძღვანელად და მოსამზადებელი განყოფილების მდივნად, ქართული ბიბლიის კვლევის ინსტიტუტის ლაბორანტად, გელათის სასულიერო აკადემიისა და ქუთაისის საქალაქო რადიოს რელიგიურ გადაცემათა ხელმძღვანელად. 1998 წლიდან ლექციებს კითხულობს გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. იყო ჟურნალისტიკისა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ამჟამად არის პრორექტორის თანაშემწე. გამოცემული აქვს წიგნები: „ვინ არის ილიას განდეგილი?” (1999), „უქმსიტყვაობა – საცდური კაცთა” (2005), გონიერი დედაკაცი უფლისგან არის” (2007), დაუჯდომელი საგალობელი „ყოვლისა სოფლისა სალხინებელი” ( 2015), ლექსების კრებული ტაო-კლარჯეთზე – „ჩემს ტკივილს ხანძთა ჰქვია სახელად” (2014, 2018), საბავშვო ლექსები „ნიკუშას ლექსები” (2014, 2017, 2018), პოეტური კრებული „სიჩუმის ბინადარი” (2018).