ციფრული ბიბლიოთეკა

ნუგზარ ფოფხაძე

1942 -

ავტორის შესახებ

ნუგზარ ფოფხაძე ( დ. 1942 ) – ჟურნალისტი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1966 წელს; მოსკოვის საზოგადოებრივი მეცნიერებათა აკადემია 1981 წელს. 1979-1986წწ. საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი; საქტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარე; 1986-1987წწ. საქართველოს კპ ცკ-ის პროპაგანდის განყოფილების გამგე; 1987-1988წწ. გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორი; 1988-1989წწ. საქართველოს კპ ცკ-ის მდივანი; 1995 წლიდან თბილისში გაზეთ "სამშობლო-ფორტეს" მთავარი რედაქტორი, ამავე დროს ედუარდ შევარდნაძის ფონდის "დემოკრატია და აღორძინების" პრეზიდენტი, მისი რეორგანიზაციის შემდეგ (2000 წელს) - სტრატეგიული კვლევისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების ინსტიტუტის "დემოკრატია და აღორძინების" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; 1999 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1985).