ციფრული ბიბლიოთეკა

ბიძინა ჭუმბურიძე

1925 - 2014

ავტორის შესახებ

ბიძინა ჭუმბურიძე ( დ. 1 მაისი, 1925, ქუთაისი – გ. 1 ივლისი, 2014 ) – ქართველი ექიმი.

1945 წელს დაამთავრა თბილისის ფარმაცევტული ინსტიტუტი. 1945–1946 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტული ქიმიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1946–1954 წლებში ასისტენტი; 1954–1965 წლებში დოცენტი; 1965–1972 წლებში პროფესორი; 1972–1997 წლებში ამავე კათედრის გამგე; 1972–1994 წლებში ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პროვიზორი; 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა სამკურნალო საშუალებათა სტანდარტიზაციის ლაბორატორიას. ავტორია 240 სამეცნიერო ნაშრომისა; გამოქვეყნებული აქვს 18 წიგნი, მათ შორის 6 მონოგრაფია, 7 სახელმძღვანელო. მისი ხელმძღვანელობით შესრულებული და დაცულია 17 დისერტაცია; 9 აპრილს ხელმძღვანელობდა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ კომისიას.