ციფრული ბიბლიოთეკა

ვაჟა ერიაშვილი

1939 -

ავტორის შესახებ

ვაჟა ერიაშვილი ( დ. 2 სექტემბერი, 1939 ) – ექიმი, მეცნიერი, ქიმიკოსი. ფარმაციის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (1995), ფარმაცევტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაციის ფაკულტეტი 1966 წელს. 1966-1968წწ. მუშაობდა ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში. 1968-1968წწ. პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე. ამავე ინსტიტუტში მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ბიოფარმაციის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორი - 1989 წლიდან ბიოფარმაციის სამედიცინო ცენტრი. 1978-1993წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის წამალთა ტექნოლოგიის კათედრის თანამშრომელი, 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სოციალური და კლინიკური ფარმაციის კათედრის, შემდეგ დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ვაჟა ერიაშვილის სამეცნიერო მუშაობის ძირითადი სფეროა წამალთა ტექნოლოგია ბიოფარმაცევტული, ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური გამოკვლევებით. არის სამეცნიერო შრომების, 32 მეთოდური რეკომენდაციისა და 3 სახელმძღვანელოს ავტორი.