ავტორის შესახებ
იოსტ გიპერტი ( დ. 12 მარტი, 1956, ვინც-ნიდერვენიგერნი, გერმანია ) – გერმანელი ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1991), ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი (1994 წლიდან), პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი (1996), სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (1997), ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (2009), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (2013).