ციფრული ბიბლიოთეკა

თამარ მოსიაშვილი

ავტორის შესახებ

თამარ მოსიაშვილი – ასოცირებული პროფესორი, ორიენტალისტიკის მიმართულებით.

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი არაბული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 2004 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი იმავე უნივერსიტეტში არაბული ფილოლოგიის მიმართულებით (ნაშრომი – „იუსუფ იდრისის ნოველები“).  ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში სწავლისას რამდენიმე მოკლე თუ გრძელვადიანი სტაჟირება გაიარა ეგვიპტში (კაიროს უნივერსიტეტის არაბული ენის ცენტრი, არაბული კულტურის ცენტრი, არაბული ენის ცენტრი უცხოელთათვის). 2007 წლიდან ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებით. 2010 წლის იანვარში მიიღო ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი (ნაშრომი – „სიურრეალისტური ნაკადი XX საუკუნის არაბულ პროზაში“). დოქტორანტურაში სწავლისას მოიპოვა ჩივნინგის საერთაშორისო სტიპენდია, რამაც საშუალება მისცა ერთი აკადემიუი წელი (2008 – 2009) ვიზიტორი მკვლევრის სტატუსით ემუშავა ოქსფორდის უნივერსიტეტში. 2009 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში: იყო ბიბლიოთეკის მოწვეული სპეციალისტი კატალოგიზაციისა და სამეცნიერო ბაზების მიმართულებით, კითხულობდა ლექციებს აღმოსავლეთმცოდნების (არაბული) მიმართულებით, ჩართული იყო სამაგისტრო პროგრამაში „ინფორმაციის მენეჯმენტი“, მონაწილეობდა ილიას უნივერსიტეტის აკადემიური სტილის სახელმძღვანელოს შექმნის პროექტში.  სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში. იყო ასევე ქართულ სიძველეთა მოძიებისა და კვლევის ცენტრის ასოცირებული მკვლევარი. 2015 წელს კარნეგის ფონდის კვლევითი სტიპენდიით იმყოფებოდა კონგრესის ბიბლიოთეკაში. აქვს დიდი სანთარჯიმნო გამოცდილება, თარჯიმნად მუშაობდა კატარის სახელმწიფოსა და ერაყის რესპუბლიკის საელჩოებში. 2017 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.