ავტორის შესახებ
მერი დავითაშვილი ( დ. 13 მარტი, 1924 – გ. 17 თებერვალი, 2014 ) – კომპოზიტორი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1946 წელს. 1973 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი იყო; პროფესორი (1994), ასოცირებული პროფესორი (2006); დაწერილი აქვს ორი საბავშვო ოპერა: "ქაჯანა" (1965) და "ნაცარქექია" (1972); მრავალი საბავშვო სიმღერა და მუსიკა საბავშვო სრულმეტრაჟიანი და ნახატი ფილმებისათვის: "მანანა", "მტრობა", "ხელმარჯვე ოსტატი", "ჩხიკვთა ქორწილი", "წუნა და წრუწუნა"; სიმფონიური, კამერულ–საკრავიერი და საგუნდო ნაწარმოებები; მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის; 1972 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს საბავშვო და მოზარდთა მუსიკის კვირეულის ხელმძღვანელი, რომელსაც 2010 წელიდან მიენიჭა მერი დავითაშვილის სახელი; მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა ქუთაისის საოპერო თეატრის წინ (2003).