ავტორის შესახებ
თეოდორე აბუკურა ( დ. 740, ედესა – გ. 820 ) – ბიზანტიელი საეკლესიო მწერალი და ფილოსოფოსი. დაწყებითი განათლება მიიღო ედესაში . ბერად აღიკვეცა საბას ლავრაში, სადაც წლების განმავლობაში იყო წინამძღვარი. იქ გაეცნო იოანე დამასკელის ლიტერატურულ მემკვიდრეობას და გახდა მისი ტანამოაზრე. დიდი პოპულარობა მოიპოვბა მწვალებელთა წინააღმდეგ პოლემიკით. შეურიგებლად ებრძოდა ისლამს, იუდიზმს და ქრისტიან ერეტიკოსებს. VIII სუაკუნის ბოლოს აკურთხეს ხარანის ეპისკოპოსად. IX საუკუნის დასაწყისში მიიწვიეს სომხეთში ანტიქალკედონელებთან გამართულ საჯარო დებატებში მონაწილეობისთვის. 813-833 წლებში მონაწილეობდა ხალიფა ალ-მამნუნის კარზე გამართულ რელიგიურ დისკუსიებში. მისი შრომებია „ეპისტოლე სასომხეთოისა მწვალებელთა მიმართ, წარზავნილი ნეტარისა თომაის მიერ იერუსალიმისა პატრიარხისა“ და „თუ ვითარ სათანადო არს გულისხმის-ყოფაი საღმრთოისა და გარეშისა ფილოსოფოსობისა სიტყუათაი“. წერდა არაბულად, მაგრამ მისი ნაშრომები ქრისტიანულმა სამყარომ გაიცნო ბერძნული თარგმანების მეშვეობით. XI-XII საუკუნეებში მისი შრომები ქართულად თარგმნა არსენ იყალთოელმა. ეს თარგმანები დაცულია „დოგმატიკონში“.