ავტორის შესახებ
ლია კაიშაური – ფილოლოგი. 1949 წ. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1967წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1970წ-დან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელია. მისი უშუალო მონაწილეობით შედგა და გამოიცა რუსულ-ქართული სამტომეული ლექსიკონი და რუსულ-ქართული ლექსიკონის ერთტომეული. აქტიურ მონაწილეობას იღებდა აგრეთვე ქართულ-რუსული ერთტომეული ლექსიკონის შედგენა-რედაქტირებაში. იგი სხვებთან ერთად მუშაობდა ვრცელი რუსულ-ქართული (ოთხტომეული) ლექსიკონის შედგენაზე. მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის უცხო ენების კათედრაზე. იყო ასპირანტურაში მისაღები და საკანდიდატო გამოცდების გერმანული ენის კომისიის თავმჯდომარე.