ციფრული ბიბლიოთეკა

ავთანდილ კორახაშვილი

1949 -

ავტორის შესახებ

ავთანდილ კორახაშვილი ( დ. 24 სექტემბერი, 1949 ) – მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი. 

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი 1973 წელს. 1973–1976წწ. იყო მცხეთის საბაზისო სანერგის უბნის უფროსი; 1976–1979წწ. საქართველოს ხორცისა და რძის მრეწველობის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; 1989–2007წწ. აგრაგული უნივერსიტეტის კათედრის გამგე; 2001–2006წწ. უფროსი ანალიტიკოსი USAID-ის პროექტებში. 2002-2005წწ. კომპანია BP–ს ექსპერტი; 2005-2006წწ. საქართველოს ს/კ დაწესებულებების საატესტაციო დარგობრივი კომისიის თავმჯდომარე; 2005-2008წწ. საქართველოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა ინსტიტუტის კონსულტანტი; 1990-1995წწ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და აგრობიზნესის აშშ–საქართველოს ინსტიტუტის პროფესორი. არის 200–მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 8 მეთოდური მითითების, 9 ახალი მცენარის ჯიშის, 2 პატენტის, 2 მონოგრაფიის, 9 სახელმძღვანელოს, საქართველოს 4 ადაპტირებული კანონისა და სოფლის მეურნეობის განვითარების 3 ეროვნული სტრატეგიის ავტორი და თანაავტორი; საკვებწარმოების ინგლისურ ინგლისურ–რუსულ–ქართული გლოსარიუმის, ექვსენოვანი აგრარული ლექსიკონის, კომპიუტერული პროგრამისა და მრავალი პუბლიკაციის ავტორი. მიღებული აქვს კვების მრეწველობის წარჩინებულის ვერცხლის მედალი (1979), UNESCO-ს კონფუცის ოქროს მედალი (1995), მალაიზიის HACCP–ის ოქროს მედალი (2005).