ციფრული ბიბლიოთეკა

გოგოთურ აგლაძე

1930 - 2014

ავტორის შესახებ

გოგოთურ აგლაძე ( დ. 15 სექტემბერი, 1930 – გ. იანვარი, 2014 ) – ვეტერინარი, მეცნიერი, ტექნოლოგი. 

დაამთავრა სქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი 1953 წელს. 1959–1963წწ. საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარიო სასწავლო–კვლევითი ინსტიტუტის მდელოსნობის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1963–1972წწ. ამავე განყოფილების გამგე; 1975 წლიდან აღნიშნული ინსტიტუტის რექტორი; მეცნიერული კვლევის ობიექტი საქართველოს ბუნებრივი საკვები სავარგულების თანამედროვე მდგომარეობა; შეისწავლა და დაადგინა ამ სავარგულების გამოყენების და განოყიერების სისტემა; მისი მონაწილეობით შეიქმნა ახალი საკვები პრეპარატი ბროილერებისათვის; შეიმუშავა სხვადასხვა ნარჩენის ცხოველთა საკვებად გამოყენების ახალი ტექნოლოგია; მნიშვნელოვანი გამოკვლევები ჩაატარა საკვები ბაზის ორგანიზაციის, საკვების გადამუშავების და გამოყენების სფეროში. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1976), პროფესორი (1978). საერთაშორისო კონგრესებისა და სიმპოზიუმების მონაწილე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 2013 წელს აგრარულ სფეროში "წლის საუკეთესო მეცნიერის საპატიო წოდება" მიენიჭა.