ავტორის შესახებ
მალხაზ რაზმაძე ( დ. 10 მარტი, 1981 ) – იურისტი, მეცნიერი, სოციალურ მეცნიერებების აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2018).
დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია იურისტის კლასიფიკაციით 2003 წელს. 2003-2005წწ. ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება, არალეგელური მიგრაციისა და ტრეფიკინგის პრევენციის პროგრამის მენეჯერის ასისტენტი; 2004-2005წწ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, იურიდიული კონსულტანტი და ადვოკატის თანაშემწე; 2005-2013წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, განყოფილების უფროსი; 2013-2018წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლა, დეკანის მოადგილე; 2019 წლიდან დიზაინის საერთაშორისო სკოლა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, უფროსი; 2018 წლიდან დიზაინის საერთაშორისო სკოლა, პროფესორი; 2019 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საწავლო სამეცნიერო, ინოვაციური და პრაქტიკული დიზაინის "დიზაინ აზროვნების სატესტო ლაბორატორია - დასტა ლაბ" ცენტრი, დირექტორი.