ავტორის შესახებ
ნია აბესაძე ( დ. 1929 – გ. 1992 ) – პოეტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1963).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1953 წელს. გამოცემული აქვს ორი პოეტური კრებული; ლექსების ციკლი მიუძღვნა უკრაინას და ასევე თარგმნიდა უკრაინული პოეზიის ისეთ წარმომადგენლებს, როგორებიც არიან: ლესია უკრაინკა, მიკოლა ბაჟანი, პავლო ტიჩინა, ანდრეი მალიშკო; იკვლევდა უკრაინულ ლიტერატურას და მიუძღვნა მას რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი.