ავტორის შესახებ
ოთარ ჭელიძე ( დ. 8 სექტემბერი, 1925, თბილისი – გ. 20 დეკემბერი, 1998 ) – ქართველი პოეტი.
1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 1952 წელს — მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. მუშაობდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტისა“ და ჟურნალ „ნიანგის“ რედაქციაში. 1966-1974 წლებში იყო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ მხატვრული რედაქციის გამგე. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1941 წელს. ცალკე წიგნებადაა გამოცემული მისი პოემები: „რაჭველები“, „პოემები“, „რჩეული პოემები“. მან თარგმნა ალექსანდრე ტვარდოვსკის „ვასილი ტიორკინი“, „შორეთს იქით შორეთი“, „ზღაპრული ქვეყანა“ და ალექსანდრე პუშკინის „ევგენი ონეგინი“.