ავტორის შესახებ
ივან ფრანკო ( დ. 27 აგვისტო, 1856, ნაგუევიჩი, დროგობიჩის მაზრა, გალიცია – გ. 28 მაისი, 1916, ლვოვი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია ) – უკრაინელი მწერალი პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, ბელეტრისტი, მეცნიერი და უკრაინელი ხალხის სოციალური და ნაციონალური ჩაგვრისაგან განთავისუფლებისათვის თავდადებული მებრძოლი.გარდა ამისა იყო მთარგმნელი,კ ერძოდ უკრაინულ ენაზე თარგმნა უილიამ შექსპირის, ვიქტორ ჰიუგოს, ბაირონის, პედრო კალდერონის, დანტე ალიგიერის, ადამ მიცკევიჩის, იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს და ფრიდრიხ შილერის ლიტერატურული ნაწარმოებები. „ვენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის" სამეცნიერო ხარისხის ლაურიატი.