ციფრული ბიბლიოთეკა

ზურაბ ფირცხალაიშვილი

1952 -

ავტორის შესახებ

ზურაბ ფირცხალაიშვილი ( დ. 3 აგვისტო, 1952 ) – პოეტი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1974 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: გამომცემლობა "საბჭოთა აჭარის" რედაქტორად, მთავარ რედაქტორად, ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (კითხულობდა ჟურნალისტიკის კურსს), აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში (საავტორო გადაცემათა რედაქტორად) უძღვებოდა საავტორო გადაცემებს "გადარჩენილი სიტყვა" და "რჩეული ფრაგმენტები", აჭარის სავაჭრო პალატაში (რედაქტორ-სტილისტად), ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში (კითხულობდა ჟურნალისტიკის სალექციო კურსს). გამოცემული აქვს ლექსთა კრებულები: "ქვიშის ქალაქი" (1972), "დაუსრულებელი პორტრეტი" (1983), "ძველი სახლი" (1995), "აღარც დღე, აღარც საღამო" (2004), "აპოლონის სახლი" (სონეტები, ლექსები, სონეტების კონა, მოთხრობები, 2016) და სხვ. არის 8 წიგნის ავტორი, გადაღებული აქვს 80 მხატვრულ–დოკუმენტური ფილმი.