ციფრული ბიბლიოთეკა

ნოდარ ციციშვილი

ავტორის შესახებ

ნოდარ ციციშვილი – პოეტი.

მამამისი (ფარსადან ციციშვილი) დიდ როლს თამაშობდა XVII ს. ირან-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობაში. ნ. ციციშვილი ერთხანს ირანში მოხვედრილა, სადაც ძირფესვიანად გასცნობია სპარსული მწერლობის საუკეთესო ნიმუშებს. 1640 წელს მონაწილეობდა როსტომ მეფის საწინააღმდეგო შეთქმულებაში, რომლის დამარცხების შემდეგ პატიება მიიღო როსტომის მეუღლის, დიდი მეცენატის მარიამ დედოფალის შემწეობით. სწორედ მას მიუძღვნა ვრცელი პოემა "ბარამგურიანი" ანუ "დიდი ბარამიანი", რომელიც აღმოსავლეთში ფართოდ გავრცელებული სიუჟეტის (სასანიანთა მეფის ბაჰრამ გურისა და შვიდი მზეთუნახავის თავგადასავალი) ქართული ვერსიაა აღწერილი. თუმცა პოეტი შესავალში ასახელებს წინამორბედ პოეტებს (ნიზამი, ხოსროვ დეჰლევი, ნავოი, ჯამი), თხზულების წყაროს საკითხი საბოლოოდ გარკვეული არ არის. პოემა დაწერილია შაირით, იგრძნობა რუსთაველის დიდი გავლენა.