ავტორის შესახებ
ჭოლა ჯაში ( დ. 25 აპრილი, 1952 ) – მეზღვაური.
დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტი 1972 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქონელმცოდნის სპეციალობით 1985 წელს. 1973 წელს ზღვაში საქმიანობა აჭარის თევზსაჭერი სამმართველოს ფლოტილიის სეინერებზე დაიწყო; 1975 წლამდე ასრულებდა შტურმანის, კაპიტნის უფროსი თანაშემწისა და კაპიტნის მოვალეობებს; 1978-1981წწ. იყო ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ზედამხედველობის სამსახურის მორიგე კაპიტანი; ზღვაში საქმიანობის პარალელურად 1980 წლიდან დაუსწრებლად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1981 წლიდან საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მცურავ შემადგენლობაშია; 1988 წლამდე სანაოსნოს არაერთ გემზე ასრულებდა შორეული ნაოსნობის შტურმანის მოვალეობებს, ცურავდა კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწედ; 2002-2007წწ. სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიის გემებზე იყო კაპიტნის უფროსი თანაშემწე, უფროსი ოფიცერი; 2007-2012წწ. შორეული ნაოსნობის კაპიტანი; 2014 წლიდან ყულევის საზღვაო ნავსადგურის მორიგე კაპიტანია.