ავტორის შესახებ
ავთანდილ ჯორბენაძე ( დ. 31 ოქტომბერი, 1951 – გ. 17 მაისი, 2024 ) – ექიმი, თანამდებობის პირი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 1974-1975წწ. იყო თბილისის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1975-1976წწ. 29-ე პოლიკლინიკის ექიმი-თერაპევტი; 1976-1978წწ. სსრკ შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილის ექიმი; 1978-1986წწ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს რენტგენოლოგი-თერაპევტი; 1986-1992წწ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯანდაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1992-1995წწ. საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე; 1995-2001წწ. საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი; 2001-2003წწ. სახელმწიფო მინისტრი. არის გამოგონებისა და 6 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.