ციფრული ბიბლიოთეკა

გელა მამფორია

1961 -

ავტორის შესახებ

გელა მამფორია ( დ. 1961 ) – მეცნიერი, პედაგოგი, პოეტი, ფილოლოგი. 

დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სტუდენტობის წლებიდან ბეჭდავდა ლექსებს, ლიტერატურულ წერილებს, ესეებს. გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებული "ტვირთი" და მონოგრაფია "დათოვლილი სანთელი – ტერენტი გრანელის პოეზია". არის ფილოლოგიის დოქტორი, 30-ზე მეტი ლიტერატურული და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალ "რიწის" პასუხისმგებელ მდივნად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ლექტორად. დევნილობის შემდეგ მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში სხვადასხვა თანამდებობაზე: სწავლულ მდივნად, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანად, დირექტორის მოადგილედ. არის საზოგადოებრივი კოლეჯის "ცხუმ-ეგრისის" დამფუძნებელი და დირექტორი.