ავტორის შესახებ
გიორგი ჯღარკავა – ქართველური ენათმეცნიერების დოქტორანტი. ახალგაზრდა ლინგვისტთა ასოციაციის გამგეობის და თსუ საბიბლიოთეკო საბჭოს წევრი. ის სხვადასხვა წლებში საქმიანობდა მკვლევარის, ლინგვისტის და ტუტორის რანგში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თიბისი ბანკში, სტუდენტ ფილოლოგთა ასოციაციაში. აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის მონაწილე, 6 ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, 30-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერნეციის, ფორუმის, სემინარის, სიმპოზიუმის მომხსენებელი და მონაწილე. მიღებული აქვს არაერთი სტიპენდია და ჯილდო, მათ შორის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელობის სტიპენდია და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი. არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სეზონური სკოლებისა და საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე. აქტიურად იყო ჩართული პროფესიული განვითარების საერთაშორისო პროგრამებში.