ციფრული ბიბლიოთეკა

ლევან ავალიშვილი

ავტორის შესახებ

ლევან ავალიშვილი – ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის’’ (IDFI) პროგრამების დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი. მას აქვს 13 წელზე მეტი ხნის გამოცდილება ორგანიზაციულ ხელმძღვანელობაში, პროგრამების მართვაში, დონორებთან ურთიერთობაში და სამთავრობო სტრუქტურებთან ადვოკატირებაში. აქვს მუშაობის დიდი გამოცდილება საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით საქართველოში. მას ჩატარებული აქვს დიდი რაოდენობით ტრენინგები შემდეგ საკითხებზე: ინფორმაციის თავისუფლება და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ელექტრონული მმართველობა, კარგი მმართველობა, ღია მონაცემები, ელექტრონული მმართველობის სტრატეგიების ფორმულირება და ა.შ. ლევანს მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს იმ საჯარო მოხელეებისა და ადამიანური რესურსების მენეჯერების გადამზადებაში, რომლებიც მუშაობენ ეროვნულ და/ან საჯარო ხელისუფლებასთან, ევროკავშირის სტრუქტურებთან (EC, EPO) და USAID-ის მიერ დაფინანსებულ დაწესებულებებთან. არის ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციისა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის წევრი; ამერიკის შესწავლის ინსტიტუტისა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის საბჭოს წევრი.