ავტორის შესახებ
გიორგი კლდიაშვილი – IDFI-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. მას აქვს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ღია მმართველობის და ანტი-კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე მუშაობის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება. განხორციელებული აქვს პროექტები, კვლევები და ტრენინგები სხვადასხვა საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისთვის და სახელმწიფო დაწესებულებისთვის. არის ავტორი რიგი ნაშრომებისა, რომლებიც ეხება: საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ანტიკორუფციულ პოლიტიკას, კარგ მმართველობას, გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, ელექტრონულ მმართველობასა და დემოკრატიას, ღია მონაცემებს, საჯარო სამსახურს და საჯარო ადმინისტრირებას, მედიას და ინტერნეტს. IDFI-სთან დაკავშირებული საქმიანობის გარდა გიორგი კლდიაშვილს, როგორც სპეციალობით ისტორიკოსს, აქვს გამოცდილება აკადემიურ საქმიანობაში, კერძოდ, ამერიკისა და საბჭოთა კავშირის ისტორიის შესახებ კვლევებში. ის არის პროფესიონალი არქივის მკვლევარი და აქვს საქართველოსა და უცხოეთის არქივებში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. გიორგი კლდიაშვილს აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტურა და მუშაობდა პროფესორად და ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტში.