ციფრული ბიბლიოთეკა

მურმან ტურავა

1936 - 2012

ავტორის შესახებ

მურმან ტურავა ( დ. 1 აგვისტო, 1936 – გ. 28 აგვისტო, 2012 ) – ეკონომისტი, მეცნიერი, მწერალი, პედაგოგი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1959 წელს; ქ. ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატისტიკის კათედრის ასპირანტურა 1968 წელს. 1975 წელს დაიცვა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი და მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო ხარისხი; 1991 წელს დაიცვა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი; 1992 წლიდან პროფესორი; 1992-2008წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატისტიკის კათედრა, ლექტორი; ეწეოდა წარმატებულ სამეცნიერო მუშაობას. ლექციებს კითხულობდა საქართველო-უკრაინის საერთაშორისო აკადემიაში. ავტორია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომისა.