ციფრული ბიბლიოთეკა

ალექსანდრე გრიგოლია

1896 - 1979

ავტორის შესახებ

ალექსანდრე გრიგოლია ( დ. 31 აგვისტო, 1896 – გ. 13 მაისი, 1979 ) – ანთროპოლოგი, მეცნიერი. სწავლობდა პარიზსა და ბერლინში. საქართველოში გასაბჭოების შემდეგ აღარ დაბრუნებულა. პენსილვანიის უნივერსიტეტში დაიცვა დოქტორის ხარისხი (დისერტაცია - "ქართველ მთიელთა ადათი და სამართალი", 1939) და მუშაობდა პროფესორად. უითონის კოლეჯში (ილინოისი) დააფუძნა და სათავეში ედგა ანთროპოლოგიის დეპარტამენტს. 1968 წელს მიიღო ემერიტუს პროფესორის სტატუსი. მისი ფუნდამენტური ნაშრომი ქართველ მთიელთა წეს-ჩვეულებებზე დღემდე ამ საკითხის ყველაზე სრულყოფილ კვლევად ითვლება; ქართულად თარგმნა და გამოსცა თავისუფალმა უნივერსიტეტმა კახა ბენდუქიძის ინიციატივით 2012 წელს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ანთროპოლოგი.