ავტორის შესახებ
ვაჟა დანელია ( დ. 29 აპრილი, 1952 ) – ჟურნალისტი.
საქმიანობა დაიწყო 1976 წელს გაზეთ ,,ლელოში". იყო ჟურნალ „საქართველოს ტელეკომუნიკაციის“ პასუხისმგებელი რედაქტორი, გაზეთ „დილის გაზეთის“ სპორტის განყოფილების რედაქტორი, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ სპორტის განყოფილების თანამშრომელი, ჟურნალ „საჭადრაკო სამყაროს“ რედაქტორი. სპორტის თემაზე გამოაქვეყნა 14 წიგნი, სამი მათგანი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრემიით აღინიშნა; არის ღირსების ორდენოსანი, სეოკ-ის ვერსიით 2002 წლის საუკეთესო სპორტული ჟურნალისტი. 2004 წელს ჟურნალისტად მიიწვიეს ათენის ოლიმპიურ თამაშებზე, დააჯილდოვეს სერგეი მესხისა და ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიებით; მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტისა და საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდებები. 2008 წლიდან მუშაობს გაზეთ „ლელოში“ კორესპონდენტად. წერს სპორტის ყველა სახეობაზე, ფეხბურთისა და რაგბის გარდა.