ავტორის შესახებ
ოთარ ბრეგაძე ( დ. 25 აპრილი, 1967 ) – ექიმი–სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ქირურგი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1989 წელს. 1989–1991წწ. მუშაობდა გარდაბნის რაიონულ სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში; 1991–1994წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ქირურგიული და ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრაზე; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტია. ავტორია 18 ნაბეჭდი სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ყბა–სახის ქირურგიის აქტუალურ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია.