ციფრული ბიბლიოთეკა

გურამ კიკნაძე

ავტორის შესახებ

გურამ კიკნაძე ( დ. 27 ნოემბერი, 1940 ) – ექიმი, მეცნიერი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს. 1965–1967წწ. იყო ლიკანის საავადმყოფოში ექიმ-ორდინატორი; 1967-1971წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1971 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის ჯერ ასისტენტი, შემდეგ დოცენტი, ხოლო 1995-2000წწ. კათედრის პროფესორი. 1995 წლიდან იგი არის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობისა და ბიოეთიკის სამსახურის უფროსი, ხოლო 2001 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საოჯახო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. არის  სამეცნიერო ნაშრომების, 6 მონოგრაფიის ავტორი (კარდიოლოგია, ბიოეთიკა, ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხები), გამოქვეყნებული აქვს 60 ნაშრომი კლინიკურ და ექსპერიმენტული მედიცინის სფეროში, 12 სტატია ადამიანის უფლებების შესახებ ჯანდაცვის სფეროში, 20-მდე დასახელების ბროშურა სამედიცინო პერსონალისა და პაციენტებისთვის. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით შეიქმნა სტუდენტებისათვის ბიოეთიკის სასწავლო პროგრამა, საქართველოს კანონპროექტები ("ჯანდაცვის შესახებ', 'პაციენტის უფლებების შესახებ", "საექიმო საქმიანობის შესახებ", "ადამიანის ორგანოების გადანერგვის შესახებ", "ბავშვთა ხელოვნური საკვების კონტროლირებადი მოხმარებისა და ბავშვთა ბუნებრივი კვების ხელშეწყობის შესახებ",  "ადამიანზე ჩატარებული სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის შესახებ", "აბორტის შესახებ") და საკანონმდებლო ნორმატიული აქტები, მრავალი საერთაშორისო დოკუმენტის თარგმანი.