ციფრული ბიბლიოთეკა

მილან კუნდერა

1929 - 2023

ავტორის შესახებ

მილან კუნდერა ( დ. 1 აპრილი, 1929, ბრნო, ჩეხოსლოვაკია –  გ. 11 ივლისი, 2023, პარიზი, საფრანგეთი ) – წარმოშობით ჩეხი, ფრანგი მწერალი. უნივერსიტეტში ჯერ ფილოსოფიას სწავლობდა, მოგვიანებით კი სწავლა კინოს ფაკულტეტზე განაგრძო. 1968 წელს კუნდერა საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შესვლის საწინააღმდეგო გამოსვლებში მონაწილეობდა, რის გამოც მისი წიგნები ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს, თავად მწერალს კი პუბლიკაცია აეკრძალა. 1979 წელს მილან კუნდერას ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეობა ჩამოართვეს. მას შემდეგ მწერალი საფრანგეთში ცხოვრობს. 90-იანი წლებიდან კუნდერა ფრანგულად წერს.