ავტორის შესახებ
რევაზ ლომინაძე ( დ. 10 დეკემბერი, 1972) – დიპლომატი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი ბერძნულისა და ლათინურის სპეციალობით 1995 წელს. 1995-1996წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის ატაშე; 1996-1999წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის პროტოკოლის სამსახურის მრჩეველი, უფროსი მრჩეველი, უფროსის მოადგილე; 1999-2003წწ. უკრაინაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი; 2003-2004წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი; 2004-2009წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსის მოადგილე; 2009-2010წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი; 2011-2014წწ. პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კონსული; 2014-2016წწ. კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული; 2016-2020წწ. იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში; 2020 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში აკრედიტებული ლიხტენშტაინის სამთავროში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.