ავტორის შესახებ
აბესალომ ტუღუში ( დ. 21 ივნისი, 1951 – გ. 29 ოქტომბერი, 2008 ) – ისტორიკოსი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1978 წელს. 1972 წლიდან მუშაობდა ზუგდიდის მუზეუმში; 1998 წელს ჩააბარა საკანდიდატო მინიმუმი. იმავე წლის 3 სექტემბერს ისტორიის ინსტიტუტში შედგა მისი საკანდიდატო დისერტაციის ("ოდიშის სამთავრო 1657-1714 წლებში") წინასწარი განხილვა, მაგრამ შემდეგ ოჯახური პირობების გამო ვერ შეძლო მისი დასაცავად წარდგენა; გამოქვეყნებულია მისი 9 წიგნი და კრებულები და 80-ზე მეტი ნაშრომი საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ქართველთა რწმენა-წარმოდგენების ისტორიის, ფოლკლორისტიკისა და ლექსიკოლოგიის საკითხებზე; მუშაობდა ლაზეთის ისტორიის მონოგრაფიულ შესწავლაზე და მეგრული გვარების ისტორიის მრავალტომეულზე; 2020 წელს ზუგდიდში ქუჩას აბესალომ ტუღუშის სახელი ეწოდა.