ავტორის შესახებ
ეკა დადიანი ( დ. 6 სექტემბერი, 1970 ) – ენათმეცნიერი, ასოცირებული პროფესორი.
დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ქვემო ქვალონში. ქვემო ქვალონის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ეკა დადიანი 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის (მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები და სხვა.) ავტორია. მეცნიერის სამეცნიერო ინტერესების სფეროს ქართველური ენათმეცნიერება, დიალექტოლოგია, ქართული ენის მორფოლოგია და ლექსიკა წარმოადგენს.