ავტორის შესახებ
ალფრედ ჰიჩკოკი ( დ. 13 აგვისტო, 1899, ლონდონი – გ. 29 აპრილი, 1980, ლოს-ანჯელესი ) – ინგლისელი კინორეჟისორი და პროდიუსერი, რომელმაც დასაბამი დაუდო მრავალ ტექნიკას თრილერის ჟანრში. ჰიჩკოკმა დაამკვიდრა სასპენსისა და მაკგაფინის ცნებები. მისი ფილმებისთვის დამახასიათებელია შიში, დანაშაულის გრძნობა, იდენტობის დაკარგვა, დაძაბულობის დაკავშირება იუმორთან; ხშირად იყენებდა უდანაშაულოდ დევნილების თემას.