ავტორის შესახებ
ჯონათან სვიფტი ( დ. 30 ნოემბერი, 1667 – გ. 19 ოქტომბერი, 1745 ) – ირლანდიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. იგი უფრო მეტად ცნობილია, როგორც ფანტასტიკური ტეტრალოგიის „გულივერის თავგადასავლების“ ავტორი. მასში სვიფტი სატირული მეთოდებით დასცინის ადამიანსა და საზოგადოებაში გამეფებულ მანკებს. მწერალი აგრეთვე აქტიურად იცავდა ირლანდიის მოქალაქეთა უფლებებს და მათი მხრიდან დიდი პატივისცემა დაიმსახურა.