ავტორის შესახებ
ზვიად აბაშიძე ( დ. 1951 ) – დიპლომატი, პოლიტოლოგი.
1993-1998 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2001 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა და დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ეთნიკური უმცირესობები და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხი საქართველოში“. 2001-2005 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა კვლევის ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 2002-2005 წლებში კი - პოლიტოლოგიის კათედრის უმცროსი მასწავლებელი. 2005-2016 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი, ხოლო 2016 წლიდან არის ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.