ავტორის შესახებ
ნოდარ ემუხვარი ( დ. 4 აპრილი, 1943 ) – ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს. 1967–1970წწ. იყო ახალციხის ექიმი თერაპევტი; 1974–1983წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1974–1983წწ. სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1984–1994წწ. დოცენტი; 1995 წლიდან – ამავე კათედრის გამგე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N1 კლინიკის დირექტორი. 1998 წლიდან არის თსსუ სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი და პრორექტორი სამკურნალო დარგში. გამოქვეყნებული აქვს 96 სამეცნიერო ნაშრომი კარდიოლოგიაში, მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი საკანდიდატო დისერტაცია. კლინიკა ჰელსიკორის ერთ-ერთ დამფუძნებელს ნ. ემხვარს 2021 წელს, მედიცინის დარგში გაწეული ღვაწლისთვის "ოქროს სტეტოსკოპი გადაეცა".