ციფრული ბიბლიოთეკა

მაკა ლდოკონენი

1970 -

ავტორის შესახებ

მაკა ლდოკონენი ( დ. 13 ნოემბერი, 1970 ) – მწერალი, პუბლიცისტი. თვითნასწავლი მხატვარი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, დასურათებული აქვს თანამედროვე ქართველი ავტორებუს პოეტური და პროზაული კრებულები, საბავშვო წიგნები. 

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით 1995 წელს; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) PR –სკოლა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალობით 2007 წელს. 1992 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში; 2005 წელს გაზეთში "წიგნები" დაიბეჭდა მისი სადებიუტო მოთხრობა "საახალწლო საკითხავი"; 2005 წლიდან თანამშრომლობს ლიტერატურულ გამოცემებთან; მისი მოთხრობები შესულია: ლიტერატურულ კონკურს "პენ-მარათონი - 2007" და "პენ-მარათონი - 2010" კრებულებში; ასევე ლიტერატურულ კონკურს "წერო-2006" და "წერო-2008" კრებულებში (2008 წლის კრებულში შესულმა მოთხრობამ "მისი სახლი" ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" პრიზი დაიმსახურა); 2009 წელს გამოსცა სადებიუტო მოთხრობების კრებული "ქიშმიშიანი ამბები" (გამომცემლობა "დიოგენე"); 2010 წელს "ლიტ. სახელების" კონკურსში მოთხრობამ "ანდერგრაუნდი – საიუბილეო პერფორმანსი" მეორე ადგილი დაიმსახურა; 2011 წელს მონაწილეობა მიიღო ლიტვის ლიტერატურულ ფესტივალში; 2010 წელს წიგნი "ქიშმიშიანი ამბები" ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის "საბას" ლაურეატი გახდა დებიუტის ნომინაციაში; 2011 წელს მოთხრობა "რატომ ტიროდნენ ჩვენი მოხუცები" გერმანულ ენაზე ითარგმნა და პროექტის "ვენის ლიტერატურული კაფეების" ფინალისტი გახდა; 2011 წელს გამოსცა მოთხრობების კრებული "ბიშეს ბალიშები" (ელექტრონული სახით); 2013 წელს მონაწილეობდა თსუ 95-ე საიუბილეო წლის ლიტერატურული პროექტში "RETU-ლიტ." (პრიექტის ფარგლებში დაწერილი მოთხრობა "კალმუნები" საიბულეო კრებულში შევიდა); 2013 წელს გამოსცა მოთხრობების კრებული "ლიტერატურული პროექტი" (გამომცემლობა "საუნჯე"); 2016 წელს მოთხრობა "ოციდან ოცდაათამდე ცხენისკუდა" ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურს "თბილისის" ნომინანტი გახდა; 2017 წელს გამოსცა მცირე რომანი "ცხენისკუდები დილასთვის"  (გამომცემლობა "ბაკმი"); 2016-2017წწ. საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნებაზე" მიჰყავდა რუბრიკა "წიგნები ბავშვებისა და მოზარდებისთვის"; 2016 წლიდან ინტერნეტ-ჟურნალ მასწავლებელი; აქვეყნებს სტატიებს საბავშვო ლიტერატურუზე; 2007 წელს იყო ლიტერატურულ კონკურსის "წერო" (პოეზიაში) ჟიურის წევრი; 2014 წელს მოსწავლეთა ლიტერატურული კონკურსის "მომავლის მწერალი" ჟიურის წევრი; 2010-2017წწ. სტუდენტური კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა" ჟიურის წევრი; მისი მოთხრობები ნათარგმნია ლიტვურ, გერმანულ, თურქულ და რუსულ ენებზე.