ციფრული ბიბლიოთეკა

ინა (ირმა) არჩუაშვილი

1969 -

ავტორის შესახებ

ინა (ირმა) არჩუაშვილი ( დ. 21 ივლისი, 1969 ) – მწერალი, პედაგოგი, ჟურნალისტი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1995 წელს. 1995 წლიდან მუშაობდა ჟურნალ-გაზეთებში "კავკასიონი", "ცხელი შოკოლადი", "არილი". 1999-2002წწ. - თბილისის მე-6 საავტორო გიმნაზიაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. 2003 წელს გიმნაზიაში მოსწავლეებთან ერთად გამოსცა საბავშვო კრებული "ღია გაკვეთილი". 2008 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში – " ლიტერატურული პალიტრა", "ლიტერატურა" (ცხელი შოკოლადის დამატება), "ქართული მწერლობა", "ჩვენი მწერლობა", "ლიტერატურული გაზეთი". 2010 წელს გამოსცა მოთხრობების კრებული "ინო". 2011-სა და 2019 წელს იყო ლიტერატურული პრემიების – საბა და ლიტერა – ნომინანტი. 2013 წლის ივნისში მიწვეული იყო ლიტვაში მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო ლიტერატურულ სემინარზე.