ავტორის შესახებ
ნინო ნადირაძე ( დ. 6 დეკემბერი, 1985 ) – ქართველი მწერალი.
დაამთავრა 39-ე საშუალო სკოლა. სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, საგამომცემლო-სარედაქციო საქმის სპეციალობით. არის ხუთი პოეტური კრებულის ავტორი: შეიძლება? (გამომცემლობა პეტიტი), სიტყვებით თამაში (გამომცემლობა სიესტა), ფრანწაღებული (გამომცემლობა პეტიტი), Via solis (გამომცემლობა საუნჯე), ჩემო ცვილის ქვეყანავ (გამომცემლობა ინტელექტი). 2005 წლიდან ლექსები იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთში (ლიტერატურული პალიტრა, ლიტერატურული გაზეთი, ჩვენი მწერლობა და სხვ.)