ავტორის შესახებ
იოსებ მანჯავიძე ( დ. 21 დეკემბერი, 1963 ) – ისტორიკოსი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1987-1989წწ. იყო კოოპერატივი "ტიტა"-ს თავმჯდომარე; 1989-1994წწ. კოოპერატივ "მედეას" დირექტორი; 1996-2002წწ. შ.პ.ს. "კავ–ტარაინვესტი"-ს დირექტორი; 2005-2007წწ. შპს "ჯი-ემ-ემ"-ის დამფუძნებელი; 2007-2008წწ. საზოგადოების "ერთად" დამფუძნებელი; 2008-2009წწ. საზოგადოების "დაიცავი საქართველოს" დამფუძნებელი; 2010-2011წწ. "სახალხო კრების" საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი; 2011-2013წწ. "წინააღმდეგობის მოძრაობის" გენერალური მდივანი; 2013-2014წწ. "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"-ს გენერალური მდივანი; 2014-2017წწ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი. საარჩევნო ფორმა: პრპორციული წესით.