ავტორის შესახებ
ედუარდ უგულავა ( დ. 19 სექტემბერი 1973, გორდი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი ) – ქართველი მწერალი, პედაგოგი, პოეტი.
დაამთავრა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი ლიტერატორის სპეციალობით 1999 წელს; მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტის მაგისტრატურა 2004 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ასევე - რედაქტორად: გამომცემლობა "ეროვნული მწერლობა", "მერანი"; 2015-2018წწ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის "ღვინის თეატრის" დირექტორად; 2020 წლიდან არის რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრის ლიტერატურული ნაწილის ხელმძღვანელი; ავტორია ხუთი პოეტური კრებულისა: "გულში შენ ხარ!", "ეს შენა ხარ-მომავალი ჩვენი!", "თუ გეყვარება...", "ვერცხლის ტყვიები", "შენ რომ არა...". 2016 წელს გახდა წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ "ივერიის" სახელობის პროზა-პოეზიის პრემიის ლაურეატი.