ავტორის შესახებ
კარლოს სესარ სალვადორ არანია კასტანედა ( დ. 25 დეკემბერი, 1925, კახამარკა, პერუ – გ. 27 აპრილი, 1998, ლოს-ანჯელესი, აშშ ) – ამერიკელი მწერალი და ანთროპოლოგი (ფილოსოფიის დოქტორი ანთროპოლოგიის განხრით), ეთნოგრაფი, ეზოთერიზმული ორიენტაციის მოაზროვნე და მისტიკოსი. მრავალი ბესტსელერის ავტორი, მისი წიგნები გარკვეული დროის განმავლობაში ანთროპოლოგიურ ლიტერატურას მიეკუთვნებოდა, თუმცა დღესდღეობით ანთროპოლოგიური აკადემიური გაერთიანებები მის წიგნებს უფრო მხატვრულ ლიტერატურად მიიჩნევენ, ვიდრე ანთროპოლოგიურად.