ციფრული ბიბლიოთეკა

რეზო კვესელავა

1933 - 2024

ავტორის შესახებ

რეზო კვესელავა ( დ. 2 აგვისტო, 1933 – გ. 20 აპრილი, 2024 ) – დრამატურგი, მთარგმნელი, მსახიობი, პედაგოგი, სცენარისტი. 

დაამთავრა თბილისის უცხო ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის გერმანისტიკის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის“ რედაქტორად; ეწევა პედაგოგიურ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და მთრგმნელობით საქმიანობას. სცენარის ავტორია ფილმების: "ვედრება" (1967), "გზა შინისაკენ" (1981), "ჩაკლული სული" (1994), "კნუტ ჰამსუნის კავკასიური მისტერიები" (დოკუმენტური, 2005) და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "იყო შაშვი მგალობელი" (1970), "წისქვილი ქალაქის გარეუბანში" (1981).