ავტორის შესახებ
ზურა მხეიძე – ფსიქოლოგი, მკვლევარი, ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების ლაბორატორიის ხელმძღვანელი. არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების ლაბორატორიის ,,ლაბორატორია Z” ხელმძღვანელი. მას აქვს მრავალწლიანი კვლევითი და პროფესიული საქმიანობის გამოცდილება ფსიქოლოგიის მიმართულებით. არის არაერთი საერთაშორისო კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი და განმახორციელებელი. გასულ წლებში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს საჯარო და კერძო დაწესებულებებში. მათ შორის, იყო მრჩეველი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, განათლების სამინისტროს გამოყენებითი ფსიქოლოგიის ცენტრში მეცნიერ-თანამშრომელი, სოციალური კვლევების ინსტიტუტში ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსი, სს ,,სმარტ რითელის” ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი; დღემდე არის შპს ,,არს მაგნას” დამფუძნებელი. 1988 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. აქვს მრავალწლიანი სამეცნიერო-კვლევით საქმიანობის გამოცდილება. არის 3 საერთაშორისო პუბლიკაციის ავტორი, 40-მდე კვლევის, სამეცნიერო-საგრანტო პროექტისა და საკონსულტაციო პროგრამის ავტორი და მონაწილე. ამავე დროს, მას აქვს მრავალწლიანი საქმიანობის გამოცდილება ტრენინგების მართვისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით. წარმატებით ახორციელებს პროფესიული განვითარების პროგრამებს და არის არაერთი პროფესიული საერთაშორისო ტრენინგის მონაწილე გერმანიაში, ლიტვასა და ესტონეთში.