ავტორის შესახებ
ეკა ცხადაძე ( დ. 1965 ) – დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (კავკასიურ ენათა განყოფილება). 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია – „გრიგოლ რობაქიძის დრამატურგია“, 2006 წელს სადოქტორო – „მითოსური პარადიგმები XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ პროზაში“. აქვეყნებს კრიტიკულ წერილებს სხვადასხვა ლიტერატურულ და სამეცნიერო გამოცემაში („ლიტერატურული საქართველო“, „კალმასობა“, ჩვენი მწერლობა“, „კრიტერიუმი“, „დროშა“, „ცისკარი“, „არილი“, ,წიგნები“, „ლიტერატურული პალიტრა“, „ცხელი შოკოლადი”, „თეატრი და ცხოვრება”, „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი”, „ლიტერატურული ძიებანი”, „ლიტერატურული გაზეთი”, „სვეტიცხოველი”, „პარალელი” და სხვ.) გამოქვეყნებული აქვს ხუთი წიგნი – ორი მონოგრაფია და სამი სახელმძღვანელო (1. „გრიგოლ რობაქიძის დრამათა წარმართული სამყარო, თბ., 1997; 2. გრიგოლ რობაქიძისა და ვაჟა-ფშაველას სამყაროში (ბ, ცხადაძის თანაავტორობით), თბ., 1997; 3. გამოყენებითი სტილისტიკა (ბ. ცხადაძის თანაავტორობით), თბ. 2010; 4. აკადემიური წერა ტერმინებში II (ბ. ცხადაძის თანაავტორობით), თბ., 2010; 5. საქმიანი მიმოწერა (ბ. ცხადაძის თანაავტორობით). არის 122 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ინტენსიურად მუშაობს ლინგვოკულტუროლოგიასა და ლიტერატურის კომპარატივისტიკაში, იკვლევს 21-ე საუკუნის ქართულ პროზას.