ავტორის შესახებ
მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი; დ. 8 (20) ნოემბერი, 1880, წერაქვი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 30 სექტემბერი, 1937, თბილისი) — ქართველი მწერალი, თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.