ავტორის შესახებ
გრიგოლ წერეთელი ( დ. 12/25 მარტი, 1870, პეტერბურგი – გ. 20 სექტემბერი, 1939, თბილისი ) – ქართველი ფილოლოგი, პროფესორი, ელინისტი, პაპიროლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, კლასიკური ფილოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დამაარსებელი, რუსეთის მეცნიერებათა საიმპერატორო აკადემიის (ამჟამად რუსეთის მეცნიერებათა აკადემია) წევრ-კორესპონდენტი (1917), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1914), პროფესორი (1905).