ავტორის შესახებ
ნანა (წოვინარ) ნაზაროვა ( დ. 1 ივლისი, 1956 ) – სამოქალაქო უფლებების დამცველი.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილება. 1999 წლიდან მონაწილეობს ადამიანის უფლებათა დაცვის, სოციალური რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ტრენინგებში; მუშაობდა შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის მათემატიკური მოდელირების ლაბორატორიაში; 1996 წელს დააარსა ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება. 1998 წლიდან ჩართულია ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობაში; 2000 წლიდან თანამშრომლობს საერთაშორისო ქსელთან-"ევროპული პლატფორმა ტრეფიკინგის, მონობისა და ექსპლუატაციის წინააღმდეგ"- როგორც ექსპერტი და მკვლევარი მიგრაციისა და მისი კრიმინალური ასპექტების, ადამიანის ვაჭრობასთან ბრძოლის საკითხებში. არის ამ სფეროში 50-ზე მეტი პროექტის ავტორი და ტრეფიკინგისა და მიგრაციის საკითხებზე გამოქვეყნებული რვა პუბლიკაციის თანაავტორი. უფლებადამცველი.