ავტორის შესახებ
ქეთევან დუმბაძე ( დ. 11 იანვარი, 1961 ) – პოლიტიკოსი, ფილოლოგი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენის და ლიტერატურის სპეციალობით. 1983-1993წწ. საქართველოს ტელერადიო კომიტეტი, მწერალთა კავშირის ლიტერატურული ურთიერთობისა და მხატვრული თარგმანის კოლეგიის რედაქტორი; 1983-1986წწ. თბილისის №53 საშუალო სკოლის პედაგოგი; 1993-1995წწ. საქართველოს ტელერადიო საინფორმაციო გადაცემის "ქვიშის საათის" რედაქტორი; 1993-1995წწ. სახელმწიფო კანცელარიის პრესსამსახურის სახელმწიფო მრჩეველი; 1995-1996წწ. პრეზიდენტის პრესსამსახურის პრეს-რელიზის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1996-1999წწ. ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქი "მზიურის" დირექტორი; 1996-1999წწ. სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო მინისტრის პრესმდივანი; 1997-2011წწ. "მზიურის" დირექტორი; 2000-2002წწ. ტელეკომპანია მე-9 არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი; 2002-2003წწ. სტუდია აუდიენცია - "დიდების ზღაპრის" ხელმძღვანელი; 2003-2004წწ. სტუდია აუდიენცია - პროგრამების ხელმძღვანელი; 2004-2008წწ. ტელეკომპანია "იმედი"- "იმედის დილას" რედაქტორი; 2008-2010წწ. საპატრიარქოს ტელეკომპანია "ერთსულოვნებას" მთავარი პროდიუსერი გადაცემა "კვირიკეს" ავტორი და ხელმძღვანელი; 2011-2013წწ. ინფო 9-ს პროდიუსერი, გადაცემები "პრეს ზონა", "კვირის ამბები", "ქრონოგრაფი", "რაკურსი", "ყველა ტელევიზორში", "ქვის სტუმარი"; 2011წ. ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორის მოადგილე; 2013-2015წწ. კულტურის მინისტრის მრჩეველი; 2013წწ. ტელეკომპანია მე-9 არხი. საავტორო გადაცემები "ჩემიანი", "დილის იდილია", "მიამბეთ თქვენზე" პროდიუსერი; 2017 წლიდან ნ. დუმბაძის გამომცემლობის დირექტორი; 2020წ.- საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2023 წლის 4 სექტემბრიდან დაინიშნა საქართველოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელად.