ავტორის შესახებ
ოლესია თავაძე ( დ. 17 იანვარი, 1944 ) – მხატვარი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მუშაობდა მხატვრად ცირკის ქართულ დასში, თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრში, მინიატურების თეატრში, ბათუმის თეატრში, თანამშრომლობდა გელა კანდელაკის ჩრდილების თეატრთან (კოსტიუმრბი და სცენოგრაფია) და ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ "რეროსთან". გაფორმებული აქვს წიგნები, უმეტესად საბავშვო ლიტერატურა. მუშაობს გამოყენებითი ხელოვნების განხრითაც-აკეთებს თოჯინებს, არის საავტორო კოსტიუმების ავტორი. საერთაშორისო ლიტერატურული პროგრამა Step by Step ("ნაბიჯ-ნაბიჯ") ლაურეატი საბავშვო მწერალთა შორის. ამ პროგრამაში გამარჯვებული მისი ზღაპარი-"პასკულინა და ბუსუნსულა" ბევრ ენაზე ითარგმნა. მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილე, არაერთი ლიტერატურული პუბლიკაციის ავტორი.